საზოგადოება
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომლოცველებისთვის საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთაში დღეს, 08.00 საათიდან ავტობუსები გავა. დღესვე, 12:00 საათზე მცხეთასთან დაძმობილებული თურქული ქალაქების ხელმძღვანელებთან მცხეთის მერიაში შეხვედრა გაიმართება. 13:00 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე სამ ლაზს საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ და მათ პატრიარქი დალოცავს. დაგეგმილია ასევე მცხეთაში ლაზური სახლის გახსნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.