საზოგადოება
უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა
საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა. ამის შესახებ "სხვა შუადღეში" გახდა ცნობილი. სტუდენტების სწავლას "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო"  დააფინანსებს. მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძე ამბობს, რომ პროექტი უკვე დაწყებულია. "როცა ჩვენ ეს იდეა განვახორციელეთ, ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გაწერეს, თუ რომელი მიმართულებების გაძლიერება სჭირდება დღეს სახელმწიფოს. ეს არის აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ხაზს ვუსვამ ეკონომიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. აქედან რამდენიმეზე აქტივობა იყო სტუდენტების, მაგრამ ეფექტურობა რომ გაზრდილიყო, დარჩენილი მიმართულებების წახალისება მოხდა. სტუდენტების სრული უმრავლესობა, რომელიც პირდაპირი წესით, ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან ამ ფაკულტეტზე, ისწავლიან უფასოდ და თუ გადაიტანენ შემდეგ საბუთებს, ეს ვაუჩერი, რა თქმა უნდა, არ მიჰყვება",-განაცხადა აბესაძემ. აბესაძის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრის მონაცემებით 5012 სტუდენტი სწავლობს ამ ფაკულტეტებზე. აბესაძე ამბობს, რომ კონკურენცია აღნიშნულ მიმართულებებზე საკმაოდ დიდი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.