საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000- ლარიან დახმარებას მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, სახელმწიფოსგან 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო. "პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ვეტერანებს მიეცემათ 1000-ლარიანი დახმარება. საქართველოში დღეისთვის გვყავს ომის 1800 მონაწილე და 500 მოქალაქე, რომელსაც მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტული ინიციატივისთვის 2 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც ცნობილია, შარშან ომის ვეტერანებისთვის 400 ლარი გამოვყავით, მარჩენალდაკარგულებისთვის კი _ 200 ლარი, მაშინ, როდესაც წინა წლებში ომში მონაწილეებს მხოლოდ 200-ლარიანი დახმარება ეძლეოდათ. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რამდენად დიდია განსხვავება და რამდენად ვაფასებთ მათ წვლილს ამ დიდი გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, ამით მათი ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ ვფიქრობთ, მიეცემათ შესაძლებლობა, ფაშიზზმე გამარჯვების 70 წლისთავს ღირსეულად შეხვდნენ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.