საქართველო 450 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს									
			
								ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და
აგრომრეწველობის
განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს
ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო
ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.
დაფინანსების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების დონეს გაუუმჯობესებს.
საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია EIB-ის რეგიონული ოფისის ფუნქციონირება საქართველოში, რაც ბანკის საინვესტიციო საქმიანობისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
დოკუმენტებს ხელი ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.
			
მასალის გამოყენების პირობები