საზოგადოება
პეტიცია ბიოპროდუქტების შესახებ, რომელიც რეალურად ჩვენს ჯანმრთელობას ეხება
ალბათ ყველას გაგვიგია გამოთქმა „შენ ის ხარ, რასაც ჭამ“ და ვაცნობიერებთ, რომ საკვები პროდუქტები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. დღეს, სოფლის მეურნეობაში მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად, ყველაზე გავრცელებულია ქიმიური ნივთიერებების, ე.წ. პესტიციდების გამოყენება. დიდი რაოდენობით პესტიციდები კი ტოქსიკურად მოქმედებს არა მარტო მავნე ორგანიზმებზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც.

ელექტრონული პეტიციების პორტალზე, ichange.gov.ge-ზე ატვირთული ერთ-ერთი პეტიცია სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის მოგვარებისთვის ქმედითი ზომების მიღებას ითხოვს. პეტიციის ინიციატორი ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მთავარი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილია. მისი განმარტებით, ამ პეტიციის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში პრაქტიკულად უგულვებელყოფილია საკვებ პროდუქტებში 29 მიკროელემენტის შემცველობა, რომელთა დეფიციტი იწვევს უამრავ ქრონიკულ დაავადებას. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ორ მილიარდ ადამიანს აქვს ანემია, რაც გამოწვეულია საკვებში რკინის ნაკლებობით, ასევე კატასტროფულად იზრდება აუტოიმუნური, ენდოკრინოლოგიური, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, რაც გამოწვეულია საკვებში ცინკის, მაგნიუმის, სელენიუმის, მანგანუმის და სხვა მიკროელემენტების ნაკლებობით.

“სამწუხაროდ, დღევანდელი სოფლის მეურნეობა ორიენტირებულია მხოლოდ მცენარეული მასის ზრდაზე და უგულვებელყოფილია უმთავრესი რამ, რომ პროდუქტი უნდა შეიცავდეს 29 მიკროელემენტს. მხოლოდ და მხოლოდ შეაქვთ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, იმისათვის, რომ მცენარე გაიზარდოს. ამ დროს მისი საკვები და ფუნქციური ღირებულება კლებულობს.”

ბატონ თენგიზს და მის კოლეგებს სჯერათ, რომ ბიო-პროდუქტების და ნატურალურ საკვებ-დანატების წარმოება-მოხმარების კონცეფციის და მისი განხორციელების ხუთწლიანი პროგრამის დანერგვა, პირველ რიგში შეამცირებს სწორედ ამ ქრონიკულ დაავადებებსა და მათთან დაკავშირებულ სამედიცინო ხარჯებს, რადგან მიკროელემენტებითა და პროვიტამინებით გაცილებით უკეთ გაჯერებული ბიო-პროდუქტები და ნატურალური საკვებ-დანატები ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აღადგენს.

„ამ პროგრამის დანერგვა მომგებიანი იქნება ფერმერებისთვისაც, რომელთაც კარგად ესმით, რომ რაც უფრო მეტ ჰუმუს, მიკროორგანიზმებს და ჭიაყელებს შეიცავს ნიადაგი, მით უფრო მძლავრია მცენარის ზრდა-განვითარება და მისი ბიო-პროდუქტის კვებითი ღირებულება უფრო სრულფასოვანია, რაც მესამე საყრდენი, იგივე დედაბოძია ადამიანის ჯანმრთელობისა, სუფთა წყლისა და ჰაერის შემდეგ. საბედნიეროთ, ბიო-პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, წარმოება-მიწოდება კი საგრძნობლად ჩამორჩება, ამიტომ ბიო-პროდუქტებზე ფასებმა მკვეთრად აიწია. სწორედ ეს გაუჯერებელი ბაზარი არის „ოქროს შანსი“, ქართველ ბიო-ფერმერებისათვის.

ამ პროგრამის დანერგვით საქართველოს ეძლევა შანში გახდეს ეკოჰაბი და მოიზიდოს არა მარტო ეკოტურისტები, არამედ სოლიდური ინვესტორებიც, რომლებმაც კარგად იციან მსოფლიო ბაზრის მზარდი მოთხოვნა, როგორც ბიო-პროდუქტებზე, ისე მცირე მოცულობისა და მაღალი ღირებულების მქონე ნატურალურ საკვებ დანამატებზე როგორიცაა: პიგმენტები, ეთერ-ზეთები, ზეთები, იმუნო-სტიმულატორები და ა.შ. მათი წარმოება ყველაზე რენტაბელურია ბიო-ფერმერების ჯერ კიდევ გამოუყენებელ ბუნებრივ რესურსებიდან.“

პეტიციის მიზანია ასევე პესტიციდების მავნე მოქმედების შემცირება. დღეს 1000 პესტიციდიდან 650 შემოდის საქართველოში. ამის მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს პესტიციდები სინთეტიკურია და მისი გამოყენება აზიანებს ნიადაგსაც, რომელიც ნაციონალური კაპიტალია, იწამლება მიწისქვეშა წყლები, რაც იწვევს მკვდარი ზონების გაჩენას.

„მცდარია შეხდეულება, რომ ბიოწარმოების დანერგვა უფრო ძვირია. დღეს მოყვანილი პროდუქტის თვითღირებულების 60% მოდის სწორედ ამ პესტიციდებსა და სხვა სინტეტურ სასუქზე. ამ დროს ფერმერს შეუძლია კომპოსტირება მოახდინოს და გამოიყენოს სასუქად. ბუნებაში ურთიერთდაბალანსებულია ყველაფერი, რაც უფრო საღია ნიადაგი მით უფრო მძლავრია მცენარე და უფრო ჯანმრთელია ადამიანი, ეს ციკლი დავარღვიეთ ჩვენ. ეს პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ზოგს გონია, რომ პესტიციდების აკრძალვა დააქცევს ქვეყნის ეკონომიკას. პირიქით პესტიციდების ჩანაცვლება ბიო დანამატებით იქნება მომგებიანი, როგორც ფერმერისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში ჩვენი და ჩვენი მომავლის ჯანმრთელობისთვის.“

®️




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.