მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდებელ ეკლესიებში ჯვრის თაყვანისცემის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა შესრულდება. საკურთხევლიდან სასულიერო პირები
ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას შეასრულებს.პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები