ახალი ამბები
სამინისტრო: ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები აპირებენ. მისივე თქმით, ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი.

„ანაკლიის პორტზე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, ისინი აპირებენ ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნონ. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს"და ისინიც მზად არიან. უკვე გამოყვეს პირები, რომლებიც ადგილზე შეხვდებიან. ინვესტორებს, უბრალოდ, აუხსნიან ამ პროექტის მნიშვნელობას და მიმდინარეობას", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე ჩასულ სტუმრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებიც დახვდებიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 34 °C
img
სოხუმი 30 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.