ახალი ამბები
საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს მაქსიმალურად დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები უკიდურესად არის გადატვირთული და მოქალაქეებს საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა რამდენიმე ათეული საათი დასჭირდეთ.

„უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დავემორჩილოთ უკრაინის ხელისუფლების რეკომენდაციებს, მათ შორის იყოთ სახლში, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გადაადგილებისგან და განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, სასწრაფოდ გაემართოთ უახლოესი თავშესაფრისკენ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

გაითვალისწინეთ კომენდანტის საათის რეგულაციები თქვენი ადგილსამყოფელი ქალაქის/ოლქის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მუდმივად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ქალაქებს შორის გადაადგილებისას, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ შემოვლითი გზებით სარგებლობა, ასევე იქონიეთ მხედველობაში, რომ მოძრაობა გზებზე არის გადატვირთული, რაც საგრძნობლად ზრდის მგზავრობის სავარაუდო დროს.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უკიდურესად არის გადატვირთული სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საზღვრის კვეთისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ათეული საათი.

გთხოვთ, ყურადღებით მიადევნეთ თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების და უკრაინის ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: +380 (63) 376 77 68, +380 (63) 376 73 64, +380 (93) 544 01 17, +380 (93) 761 17 17“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.