Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/d64150f32074.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ისპანახის ღვეზელი "მზე"
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
  • ფქვილი 500 გ
  • ზეითუნის ზეთი 90 მლ
  • თეთრი ღვინო 200 მლ, შემთბარი
  • მარილი 1 ჩ.კ
  • ისპანახი 350 გ
  • ნადუღი, ხაჭო ან რიკოტა 350 გ
  • კვერცხი 1
  • ყველი პარმეზანი 100 გ, გახეხილი
  • მარილი და პილპილი
  • საფანელი
მომზადების წესი: შევურიოთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. სანამ გულსართს მოვამზადებთ, ცომს ცელოფანი გადავაფაროთ. ისპანახი მდუღარე წყალში მოვწალოთ , ზედმეტი წყლისგან დავწრიტოთ, დავჭრათ და შევურიოთ ხაჭო ან ნადუღი. დავამატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, მარილი, პილპილი. კარგად ავურიოთ. ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ცომი ორად გავყოთ. გავაბრტყელოთ ორივე დაახლოებით 30 სმ დიამეტრის ფენებად. ერთი ფენა დავდოთ ქაღალდჩაფენილ საცხობ ფურცელზე, მოვაფრქვიოთ საფანელი, ცომის ცენტრში დავდოთ გულსართის ნაწილი, მის გარშემო ვიწრო თავისუფალი წრე დავტოვოთ და დანარჩენი გულსართი ნაპირებთან ახლოს წრიულად გავანაწილოთ. შემდეგ მეორე ცომი გადავაფაროთ, ნაპირები მივუწებოთ. შუაში, გულსართის შესაფერისი ზომის ფიალა დავადოთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ გარშემო. ნაპირები ჩავჭრათ ბასრი დანით ყოველ სამ სანტიმეტრში და გადმოვაბრუნოთ 90 გრადუსით. გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.