Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/sasamartlo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
მეგის ქარადავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება
ორი მოწმე დაიკითხა დღეს, 23 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას პროცესზე. ქარდავას ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედება , რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავამ აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ბრალდებული ბელა როგავა აწამა. როგავა ამჟამად სასჯელს ქალთა #5 დაწესებულებაში იხდის. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით მარინა დგებუაძე იქნა დაკითხული, რომელიც ბელა როგავასთან ერთად იხდიდა სასჯელს, ასევე დაიკითხა ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორის  უმცროსი ინსპექტორი დავით სხულუხია. მარინა დგებუაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ იზოლატორში მოთავსების დროს  ბელა როგავას  სახის არეში სილურჯე აღენიშნებოდა, ჩამტვრეული ქონდა კბილი და მარცხენა ხელზე სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობა ეტყობოდა. დგებუაძემ აღნიშნა, რომ როგავა მეგის ქარდავას მიერ მისი ცემის ფაქტზე საუბრობდა. მეორე მოწმემ  დავით სხულუხიამ კი განაცხადა, რომ ბელა როგავას იზოლატორში განთავსების დროს მხოლოდ ტუჩზე ოდნავი შესიება აღენიშნებოდა და სხვა დაზიანებები არ ჰქონია. სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარი მოწმე ბელა როგავა წინა პროცესზე დაკითხა. დაცვის მხარემ დღეს პროცესზე აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბელა როგავა ცრუ ჩვენებებს იძლევა და მისი ჩვენებები არ არის სანდო. ცნობისთვის, მეგის ქარდავა ამჟამად მიმალვაშია და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხდებული.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.