Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/ddddddddddddddd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
როლანდ ახალაია მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე პროკურატურაში დაიბარეს
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ როლანდ ახალაიას პროკურატურაში მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე იბარებენ. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია გუშინ, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით იყო დაბარებული. "აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 23 დეკემბერს მას უნდა ჩაბარებოდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, იგი გამოძახებული იქნა ტელეფონით, რომელსაც განემარტა, რომ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად 2013 წლის 24 დეკემბერს 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ უწყებას ჩაიბარებდა მისი ადვოკატი რომეო საჯაია. "ამ უკანასკნელმა კი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უწყების ჩასაბარებლად თვითონ გამოცხადდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში. 2013 წლის 24 დეკემბერს რომეო საჯაია არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში უწყების ჩასაბარებლად, ასევე არ გამოცხადდა როლანდ ახალაია დაკითხვაზე 14:00 საათზე. მათთან დამატებით დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან არაერთგზის მცდელობისა, ტელეფონები იყო გამორთული", - აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში დასაკითხად 26 დეკემბერს 13:00 საათზე განმეორებით იქნება გამოძახებული. როლანდ ახალაია 2004-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.