Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/jhfjkghdjffgn.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
NDI ზუგდიდში კვლევის შედეგები წარმოადგინა (ვიდეო)
დღეს,6 მაისს,ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ზუგდიდში წარადგინა. ზუგდიდში გამოკითხულთა 70 პროცენტი- სამუშაო ადგილებს,ხოლო 38 პროცენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებიდან პირველ ადგილზე კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს. კვლევამ აჩვენა,რომ გამოკითხულთა 65 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანებას გამოკითხულთა 16 პროცენტი ემხრობა. 19 პროცენტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.ასევე, გამოკითხულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც NDI-ის 2013 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით (36 %) გაზრდილი მაჩვენებელია. “ქართველები კვლავ მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც რუსეთს რეალურ და არსებულ საფრთხედ მიიჩნევს გაზრდილია. ქართველებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება და ეს შეეხება, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს, ისე არსებული ხელისუფლების პოლიტიკას. აგრეთვე მოსახლეობის დამოკიდებულებას იმ ადამიანის როლის მიმართ, ვისაც არ უკავია საჯარო თანამდებობა, მაგრამ გამოკითხულთა აზრით, კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად,“ - ამბობს NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო. ასევე კვლევის თანახმად. ზუგდიდსა და ფოთში გამოკითხულთა 56% "ოდიშის" ტელევიზიას უყურებს, გამოკითხულთა 27% მას ყველაზე სანდო მედია საშუალებად მიიჩნევს, ხოლო 4:% -ის აზრით ტელევიზია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს იცავს. კვლევა ამა წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.