Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/DSC05553.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
"ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" საარჩევნო შტაბის წევრები არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ
"ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის წარმომადგენლები არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობების თანაბარ პირობებში გამოყენება არ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატის რუსუდან პაჭკორიას განცხადებით, კომბინატის კულტურის სახლის დარბაზით, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამგეობის მიერ ოფიციალურად არის გამოყოფილი, ვერ სარგებლობენ. „ამ დარბაზში უკვე ჩატარდა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შეხვედრები, თუმცა იმ მომენტში, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დარბაზის გამოყენება, აღმოჩნდა, რომ იქ შეხვედრის ჩატარება შეუძლებელია, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, - აცხადებს რუსუდან პაჭკორია. მისივე განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  შეხვედრებისთვის ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა, მისივე განმარტებით, შეთავაზებული დარბაზები ზოგ შემთხვევაში მოუწესირიგებელია ან მცირეა. ამასთან, რუსუდან პაჭკორია აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რაც მის კანდიდატურასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება. „ძალიან მიზანმიმართული საქმიანობა მიმდინარეობს ამომრჩევლთა დასარწმუნებლად, თითქოს არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა არის ბლეფი და არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდში კანდიდატურას მოვხსნით. მე მინდა ჩემს ამომრჩეველს მივმართო და უთხრა, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა", - აცხადებს "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი რუსუდან პაჭკორია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გურგენ სართანიას განცხადებთ, კულტურის სახლთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რასაც უახლოეს მომავალში გამოასწორებენ. „კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე ტენდერი 22 მარტს გამოვაცხადეთ, 22 აპრილს კი გამარჯვებული გამოვლინდა,დაიდო ხელშეკრულება და შესაბამისად დაიწყო სარემონტო სამუშაოები. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, თუმცა, დღესვე გავამზადებთ წერილს და ყველა პარტიას დავაუწყებთ და შევთავაზებთ ალტერნატიულ ფართს“, - აცხადებს გურგენ სართანია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.