Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1533746_1489450761285225_2690742239525935408_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში პარტიები ტელეკომპანია "ოდიშის" არხზე დებატებს ითხოვენ (ვიდეო)
„არასაპარლამენტო ოპოზიციისა“ და „სახალხო პარტიის“ ზუგდიდის წარმომადგენლები ადგილობრივი ტელევიზია „ოდიშის“ არხზე  დებატებს ითხოვენ. ისინი ტელედებატებში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, კანდიდატებს იწვევენ. „სახალხო პარტიის“ ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ვახუშტი ფარცვანია აცხადებს, რომ როგორც მმართველი პარტიის, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინასაარჩევნო  ქმედებები მათთვის მიუღებელია. მისივე თქმით, მთავრობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვერ ახერხებს და  სამეგრელოს რეგიონში ამომრჩევლების მოტყუება კვლავ გრძელდება. „აქედან გამომდინარე, მოსახლეობასთან ერთად, ვითხოვთ გაიმართოს დებატები ადგილობრივ ტელევიზიაში, რათა "გაშიშვლდეს" ყველა კანდიდატი და მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალი აჩევანის უფლება“,- განაცხადა ვახუშტი ფარცვანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი, ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ „სააკაშვილის რეჟიმის“ დამარცხების შემდეგ „ქართული ოცნების“ ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხის იმედები ვერ გაამართლეს და სოფლებში კვლავ უამრავი პრობლემაა. „ჩვენ გვაქვს ბუნებრივი სურვილი პირდაპირ ეთერში დაველაპარაკოთ  „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. ხალხს, კინკლაობას ურჩევნია კონკრეტული საქმის კეთება და ინიციატივები, რომლებიც ჩვენ მრავლად გაგვაჩნია“, - აცხადებს ბეჟან გუნავა. ტელეკონპანია „ოდიშის“ საინფორმაციოს რედაქტორის ნანა ქობალიას თქმით, ისინი მზად არიან, ფორმატის შესაბამისად, ნებისმიერი პარტიის კანდიდატებს ღია ეთერი დაუთმონ. „ჩვენ ტექნიკურად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ღია ეთერში ექვსივე კანდიდატი ერთად დავსვათ. თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოისურვებს ცალ-ცალკე დაჯდნენ ამ პარტიებთან, ჩვენ დებატების ჩასატარებლად მზად ვართ. ზემოაღნიშნული პარტიების წარმომადგნლების გამოწვევას, ტელედებატების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იღებენ და აცხადებენ ,რომ ისინი დებატებისთვის მზად არიან. მართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადბენ, რომ ტელეკომპანია „ოდიშის“ არხზე, მათმა კანდიდატებმა მონაწილეობა ერთხელ უკვე მიიღეს და ამის სურვილი ხელმეორედ არ გააჩნიათ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.