Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/get_img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ფოთის მერიასთან პატიმრის ახლობლები შიმშილობენ
ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდით, პატიმრის გურამ ლაშქარავას ოჯახის წევრებსა და და ახლობლებს კარავი აქვთ გაშლილი და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. უკვე რამდენიმე დღეა 6 ადამიანი შიმშილობს. აქციის მონაწილეები ზუგდიდის სასამართლოს 23 მაისის განაჩენს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, იარაღის ტარებისა და ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის ბრალდებულ გურამ ლაშქარავას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქციის მონაწილეები ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას შეხვდნენ. "ქალბატონმა ეკამ ჩვენ კონკრეტული პასუხი ვერ მოგვცა, ვთხოვთ მას როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს რომ დახმარება გაგვიწიოს. მიგვაჩნია, რომ გურამ ლაშქარავა უკანონო პატიმარია", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე ირმა კუჭავა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მაჟორიტარი დეპუტატი მათ მხოლოდ საქმის გადახედვას დაპირდა, თუმცა აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი განცხადებით, შიმშილობას მანამ გააგრძელებენ, სანამ შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ. "აქციის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მათთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი გახდა საჭირო, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება პროტესტის უკიდურეს ზომაზე დროულ რეაგირებას მოახდენს", - აცხადებს გურამ ლაშქარავას ადვოკატი ზაურ კინტირაია. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ლაშქარავა უკანონო პატიმარია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.