Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC06139.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ვახტანგ ყოლბაია - მივიღეთ დაპირება, რომ ქართულ მოსახლეობას, რომელსაც გააჩნია აფხაზური პასპორტები მასიური განდევნა არ ემუქრება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ ტრადიციულად ზუგდიდში ჩამოვიდა და დევნილებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს ჟენევის მოპლაპარაკებების შედეგები და შთაბეჭდილებები გააცნო. ყოლბაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა, აფხაურ მხარესთან კულუარებში მნშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. „ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ იმ ქართულ მოსახლეობას, რომელსაც გააჩნია აფხაზური პასპორტები არ ემუქრებათ მასიური განდევნა, ამისათვის მადლობა მათ. ყოველ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ეტაპზე იქ ვითარება საპანიკო არ არის“, -აცხადებს ვახტანგ ყოლბაია. ამასთან, ყოლბაია აცხადებს, რომ აფხაზური მხარე დაინტერესებულია და შესაძლებელია აღდგეს ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრები ჭუბურხინჯში. ცნობისთვის, ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა დისკუსიის 28-ე რაუნდი, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება დატოვეს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა. ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყო 17 ივნისს, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლების შუამავლობით. სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რუსეთის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მხარდაჭერით, დღის წესრიგიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნების საკითხის ამოღება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თბილისი ამ საკითხის „პოლიტიზებას“ ახდენს. ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 7-8 ოქტომბერსაა დანიშნული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.