რუბრიკები
საქართველოს პრეზიდენტი სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას 22 წლის იუბილე მიულოცა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პირადად შეხვდა სამხედროებს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. გიორგი მარგველაშვილმა მოინახულა ყაზარმები და დაათვალიერა სამხედრო ტექნიკა. გიორგი მარგველაშვილს სენაკის სამხედრო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის მეთაურ პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად უმასპინძლა, რომლებმაც პრეზიდენტს სამხედროების სასწავლო და კარიერული წინსვლის გეგმა გააცნეს. „ჩვენი ქვეყნის შეირაღებული ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული გმირობით, სულის სიმტკიცით და მინდოდა გამეზიარებინა მათი სიხარული“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, მთავარსარდლის არაოფიციალური და მოულოდნელი სტუმრობა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის სასიხარულო მოვლენაა. „საქართველოს პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა რიგითებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და ეს არის დღე, რომელიც ნამდვილად დაამახსოვრდებათ სამხედროებს“, - აღნიშნა მან. ქვეყნის პირველმა პირმა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე მაკა ჩიჩუასთან ერთად იმყოფებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.