რუბრიკები
ზუგდიდში ადმინისტრაციულ შენობებზე პანდუსები მოეწყობა (Video)
ქალაქ ზუგდიდის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას თქმით, ზუგდიდში ყველა ადმინისტრაციულ შენობას უახლოეს მომავალში პანდუსები ექნება. ამის შესახებ აქრიტექტურის სამსახურის უფროსმა მერიის სამსახურების ორთვიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა. ამასთან, თოდუამ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროექტები წარმოადგინა. „პირველ რიგში პანდუსები მოეწყობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო შენობებში. აგრეთვე, ყველა ნებართვაში , რომელიც სამსახურის მიერ გაიცემა, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა საჭიროებები და მოთხოვნები, იგულისხმება პანდუსების მოწყობა“, - აღნიშნა ეკატერინო თოდუამ. ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცახადებით, გუბერნიის შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მათ შორის ლიფტების, რომელიც მოხერხებული იქნება ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის. „ძალიან ბევრ შშმ პირს სურდა მერიაში მუშაობის დაწყება და იმისგამო, რომ მათთვის მოუხერხებელი იყო გადადგილება, ვერ მივიღეთ. საჯერო მოხელეების ატესტაცია, რომ გამოცხადდება მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ამ დროისთვის ვფიქრობ ეს პრობლემა მოგვარებული იქნება“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.