რუბრიკები
ზუგდიდში გარემოვაჭეებმა მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროსთან მომუშავე 50-მდე მოვაჭრე გარევაჭრობას ითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანი ზუგდიდის ვიცე -მერის მოვალეობის შემსრულებელს გია გულორდავას და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მოვაჭრეებსა და მერიას შორის კონკრეტული შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. „სკოლის დაწყებამდე ბაზრის მხარეს გადმოვინაცვლეთ.  დღეს კი დავუბრუნდით ადგილებს, მდინარის მარცხენა მხარეს, სადაც აქამდე ვვაჭრობდით, დავბრუნდით, მაგრამ ქოლგები და დახლები აღებული დაგვხდა და ვაჭრობის ნება არ მოგვცეს“, - ამბობს მზია ფიფია. „პურის ფული არ გვაქვს, ვითხოვთ ვაჭრობის უფლებას.  სესხები გვაქვს და ბანკში  ყოველდღიურად გვაქვს ფული გადასახდელი. სხვა გზა არ გვაქვს, თუ გარევაჭრობის უფლება არ მოგვცეს, აქციებს პერმანენტულად გავმართავთ“, - თქვა ნანი მახარაძემ. ზუგდიდის მერიამ გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა ისინი  მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი გია გულორდავა აცხადებს, რომ იქ სადაც მოვაჭრეების ფართს ითხოვენ არის ქალაქის ცენტრალური ტერიტორია და ვაჭრობის შედეგად ანტისანიტარია იქმნება. „რამდენიმე ადგილი შევთავაზეთ, მაგრამ უარზე არიან. ე.წ. სვანურ კოშკთანაც არ მოსწონთ, მაგრამ ვეცდებით პირობები შევუქმნათ და ალბათ დაგვთანხმდებიან“, - აცხადებს გია გულორდავა. მერის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოვაჭრეები დაიშალნენ. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, აქციებს გააგრძელებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.