რუბრიკები
მესტიაში კონფერენცია „ხუდონჰესი"გაიმართება
დღეს სახალხო დამცველის აპარატი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ზემო სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გამართავს კონფერენციას „ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“. კონფერენციის მიზანია, შედგეს დიალოგი საექსპერტო, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შორის ხუდონჰესის პრობლემატიკის ირგვლივ. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ია თიკანაძე. კონფერენციაზე განიხილება – პროცესის გამჭვირვალობასა და ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი; რამდენად არის დარეგულირებული საკუთრების უფლების საკითხი; ხომ არ არღვევს ჰესის მშენებლობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას; რამდენად არის დაკმაყოფილებული მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებისა და განვითარების უფლება. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ: სახალხო დამცველის აპარატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისამართი: მესტია, პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“, ერეკლე ფარჯიანის N25.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.