რუბრიკები
One Republic-მა ემოციური სიმღერა ცისტური ფიბროზით დაავადებულებს მიუძღვნა
ცისტური ფიბროზი აუტოსომურ-რეცესიული იშვიათი დაავადებაა, რომელიც ფილტვებს, პანკრეასს, ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს ვნებს და სუნთქვის გართულებასა და ფილტვების ინფექციას იწვევს. მთავარი მიზეზი მე-7 ქრომოსომის გენში განვითარებული მუტაციაა. ცისტური ფიბროზის კლინიკურად გამოვლენის სიხშირეა 1/25000 ცოცხლადშობილ ახალშობილზე. ამ დაავადებას, რომელსაც არც თუ ისე ბევრი ადამიანი იცნობს, ჯგუფი One Republic-ი გამოეხმაურა და სიმღერაში “I Lived” ერთი ბიჭის ისტორიას მოგვიყვა. ბრაიანმა თავისი სიცოცხლის 15 წელი სწორედ ცისტურ ფიბროზთან ბრძოლაში გაატარა, მაგრამ, სიცოცხლის სიყვარულითა და ბრძოლის ჟინით, ბიჭუნამ შეძლო, ეს 15 წელი სავსე ყოფილიყო თავგადასავლებით, მიღწევებითა და იმ ყველაფრით, რაც საბოლოოდ ათქმევინებდა, რომ მან ნამდვილად იცოცხლა და იცხოვრა! სწორედ რომ სიცოცხლის სიყვარულსა და ჟინზეა დაწერილი სიმღერის ტექსტიც. მუსიკალური ვიდეო შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანებმა უკეთ გაეცნონ დაავადების არსს და ფულადი სახსრებით დაეხმარონ ცისტური ფიბროზით დაავადებულებს. სიმღერა უკვე გაჟღერდა FOX-ის ახალ სერიალში “წითელზონარიანი საზოგადოება”, რომელიც საავადმყოფოში თინეიჯერების ცხოვრებას აღწერს. “წელს ბრაიანმა და მისმა გუნდმა 1200 მილი გაიარეს და ამით 300 000 დოლარი გადარიცხეს ცისტური ფიბროზის კვლევისათვის. თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ამ დაავადების შესახებ და ჩაერთოთ ქველმოქმედებაში, ეწვიეთ ვებგვერდს www.CFF.org” – ასე მთავრდება One Republic-ის ახალი ნამუშევარი. როგორც ჩანს, სიმღერა და ვიდეო შემოდგომის ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი გახდება…
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.