რუბრიკები
ქრისტიან ბეილი სტივ ჯობსს განასახიერებს.
ოსკაროსანი ქრისტიან ბეილი, რომელსაც მაყურებელი ბეტმენიდან კარგად იცნობს, სულ მალე სტივ ჯობსს განასახიერებს! როგორც სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, მსახიობი მთავარ პერსონაჟად მოგვევლინება კომპანია Sony-ის ახალ ბიოგრაფიულ სურათში, რომელსაც “ჯობსი” ერქმევა. ფილმი დაეფუძნება უოლტერ ისააკსონის ბიოგრაფიულ წიგნს “სტივ ჯობსი”. ახალი ნამუშევრის რეჟისორი დენი ბოილი იქნება. სცენარს კი აარონ სორკინი დაწერს. რაც შეეხება საპროდუსერო საქმიანობას, მას სკოტ რუდინი, მარკ გორდონი და გაიმონ კასადი შეითავსებენ. როგორც ამბობენ, “ჯობსი” სამ ძირითად ნაწილად იქნება დაყოფილი: პირველი ნაწილი კომპანიის შექმნაზე მოგვითხრობს. შემდეგ გავიგებთ, რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც სტივმა კომპანია Apple-ი დატოვა. მესამე ნაწილი უკვე iPod-ს შეეხება. ყველაფერი ისეა, თითქოს “ბიტლზზე” იღებდე ფილმს! გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც მას იცნობდა და აღმერთებდა. მთავარი როლის შემსრულებლად ლეონარდო დიკაპრიო განიხილებოდა მანამ, სანამ მსახიობი ოფიციალურად განაცხადებდა კინოდან აღებული შესვენების შესახებ. რეჟისორად დევიდ ფინჩერს ვარაუდობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, გეგმები შეცვლილია და ინფორმაცია კი – ოფიციალური. “ჯობსის” გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია პრემიერის სავარაუდო თარიღი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.