რუბრიკები
Google-ი კიბოს საწყის სტადიაზე აღმოჩენის სამედიცინო პროექტზე მუშაობს
Google-მა წარმოადგინა ტექნოლოგია, რომელიც სპეციალური მაგნიტური ნანონაწილაკების მეშვეობით, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების საწყის სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. ეს ნანონაწილაკები, პაციენტებმა აბების სახით უნდა მიიღონ. ნანონაწილაკები, რომლებიც „ათასჯერ ნაკლებია ერითროციტებზე “, სხვადასხვა გარსით დაიფარება და ამ ნაირსახეობის საფუძველზე მიემაგრება კიბოს უჯრედებს, სისხლს, ცხიმს, ან ცილის მოლეკულებს და სხვას. პაციენტის მაჯაზე დამაგრებული სპეციალური სამაჯური კი შეძლებს ნანონაწილაკების მაგნიტური ველის განსაზღვრას და შეაგროვებს ინფორმაციას მათ შეგროვებაზე და გადაადგილებაზე. ეს მონაცემები იქნება ბაზა სამედიცინო დიაგნოზის დასასმელად. მოლეკულურმა ბიოლოგმა ენდრიუ კონრადმა, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს, რომელშიც Google X-ის 100-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული, განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანაა ავადმყოფობის განსაზღვრა რაც შეიძლება საწყის სტადიაზე. „ის, რითაც ჩვენ ვართ დაკავებული, წარმოადგენს პროაქტიულ მედიცინას. ტრადიციული მედიცინა კი რეაქტიულია“, - განაცხადა კონრადმა. პროექტის შემდგომი განვითარებისთვის, Google პარტნიორებს ეძებს. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, სემ გემბირის განცხადებით, რომელიც ამ პროექტში Google-ს კონსულტაციებს უწევს, ტექნოლოგიურ კომპანიას დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება ექიმებისგან ნანონაწილაკების გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.