რუბრიკები
თბილისში ყველის ფესტივალი ტარდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს ყველის მწარმოებლთა გაერთიანება-გილდია“ 8 ნოემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ ყველის ფესტივალს მასპინძლობს. 2014 წლის ყველის ფესტივალის კონცეფცია გულისხმობს დამთვალიერებლებისთვის საქართველოს რეგიონების (ადგილწარმოშობის) მიხედვით რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას და წარმოების პროცესის ტრადიციული სპეციფიკის გაცნობას. მათ შორის წარმოდგენილი იქნება ხობის მუნიციპალიტეტიც. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ,ისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ ყველის, მათ შორის ტენილი ყველის დამზადების უნიკალურ პროცესში.დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახეობის ყველი, თვალი ადევნონ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესს.ფესტივალის ფარგლებში, VI პავილიონის შიდა სივრცეში საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა გაიხსნება. მოეწყობა დაპატენტებული 14 სახეობის ყველისა და ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის ნიმუშების გამოფენა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც,რომელიც წლის ყველის მწარმოებელს და ხალხის რჩეულ ყველს გამოავლენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.