რუბრიკები
კარტოფილის წვნიანი შაშხით
რეცეპტის ინგრედიენტები: 3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი 1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი 3/4 ჭიქა(85გ.) კუბიკებად დაჭრილი შაშხი 3 მთელი 1/4 ჭიქა წყალი 2 სუფრის კოვზი(0.8გ.) გრანულირებული ქათმის ბულიონი 1/2 ჩაის კოვზი მარილი ან გემოვნებით 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა ან გემოვნებით 70 გრამი კარაქი 5 სუფრის კოვზი ფქვილი 2 ჭიქა რძე მომზადების წესი: 1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით იმდენი, რომ მიიღოთ 3 მთელი 1/2 ჭიქა კარტოფილის კუბები. ჩაყარეთ ქვაბში და ჩაუმატეთ 1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები, 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად დაჭრილი შაშხი. დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება(დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში დაჭრილი კარტოფილის ზომის მიხედვით). ამასობაში ჩაუმატეთ ქათმის ბულიონი, მარილი და პილპილიც. 2. სანამ კარტოფილი იხარშება, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე დადგით მეორე ქვაბი და გაადნეთ მასში კარაქი. ჩაუმატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. შემდეგ ძალიან ნელა ჩაასხით 2 ჭიქა რძე და თან მუდმივად ურიეთ. დატოვეთ ეს თხევადი მასა ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში და თან მუდმივად ურიეთ, რათა გასქელდეს. 3. ჩაასხით რძის თხევადი მასა კარტოფილის წვნიანში, შეურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე დამატებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.