რუბრიკები
რუხში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს (ვიდეო)
ხელმისაწვდომი ფასები და მრავალპროფილური მომსახურება - მთავრობის წევრების განცხადებით, სწორედ ამ სერვისით იქნება გამორჩეული ახალი საავადმყოფო, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში შენდება. მშენებლობა, რომელსაც საფუძველი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამი თვის წინ ჩაუყარა, დღეს ინფრასტრუქტურისა  და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს. დავით შავლიაშვილის განცხადებით, ობიექტის მშენებლობა დაახლოებით 2 წელში დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტროში კი იმ მრავალპროფილურ მომსახურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრობენ, რომელსაც საავადმყოფო პაციენტებს შესთავაზებს. ამასთან, ჰოსპიტალი აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოემსახურება. ცნობისთვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე ობიექტისგან შედეგება: ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, ცალკე - საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი - 2-სართულიანი იქნება.

კლინიკის ტერიტორიაზე, მოეწყობა, ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. აქვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

სამუშაოები წარმოებს სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის - ადგილობრივი მცხოვრებლები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.

საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება და მისი დასრულება 30 თვეში იგეგმება. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. მშენებლობას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" განახორციელებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.