რუბრიკები
ევროპარლამენტმა შესაძლოა Google-ს ბიზნესის დაყოფისკენ მოუწოდოს
ევროპარლამენტმა შესაძლოა ინტერნეტ-გიგანტ Google-ს რამდენიმე კომპანიად დაყოფისკენ მოუწოდოს - პირველ რიგში ინტერნეტ-ძიების გამოყოფისგან სხვა კომერციული სერვისებისგან. ასეთი წინადადების პაკეტი უკვე მომზადებულია. კომპანიის დაყოფაზე საჯარო მოწოდება, პოტენციურად Google-ის და სხვა საძიებო კომპანიების ბიზნესებისთვის შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა გახდეს, ევროკავშირის სხვა ყველა მოთხოვნით გამოწვეულ საფრთხეებს შორის. Reuters-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ შედგენილი დოკუმენტის პროექტში კონკრეტული ინტერნეტ-საძიებო კომპანიები არ არის მითითებული. თუმცა, Google-ის წილი ევროპის ინტერნეტ-ძიების ბაზარზე დაახლოებით 90%-ია, ამიტომ, ევროპელი ჩინოვნიკების ანტიმონოპოლიური პრეტენზიები ყველაზე მეტად ამერიკულ კომპანიას შეეხება. ევროპარლამენტს შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს კომპანიებს ბიზნესების დაყოფა და მისი მოწოდება მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა. თუმცა, ბოლო წლებში, გაიზარდა ევროპარლამნტის გავლენა ევროკომისიაზე - ორგანოზე, რომელიც ევროკავშირში ყველა კანონის მიღების ინიცირებას აკეთებს. Google-ს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კონკურენციის საკითხებში ახალმა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ Google-საც მოუსმენს და ევროპარლამენტარებსაც, სანამ ანტიმონოპოლირი მარეგულირებლების მხრიდან რაიმე ქმედებებს დაგეგმავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.