რუბრიკები
სოკო ყველით და ისპანახით
ინგრედიენტები: 500 გ სოკო პორტაბელო (მხოლოდ ქუდები); 300 გ ფეტა; 200 გ ისპანახი; 1 კვერცხი; 15 გ მწვანე ქონდარი; 30 გ დარბილებული კარაქი; 4 ღერი მწვანე ხახვი; შავი პილპილი; 6-7 ს.კ. ზეითუნის ზეთი. მომზადება: ისპანახს მოაშორეთ ღეროები და მოხარშეთ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. გადმოღეთ თუშფალანგზე, გადაწურეთ და როდესაც შეგრილდება, ხელითაც გაწურეთ. გაწურული ისპანახი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ ფეტა, დარბილებული კარაქი, დანაყული ქონდარი და ხელით კარგად ასრისეთ. თუნუქის ფურცელზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაალაგეთ სოკოს ქუდები და შედგით აირღუმელში 20 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ თითოეულ სოკოზე კოვზით მოათავსეთ ფეტასა და ისპანახის ნაზავი, შეაბრუნეთ აირღუმელში 5-7 წუთით. მზა სოკოს მოაყარეთ ახლად დაფქული შავი პილპილი და გააფორმეთ მწვანე ხახვით ან/და ქონდრის ღეროებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.