რუბრიკები
საახალწლო კონცერტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება
საქართველოს 10 ქალაქში საახალწლო კონცერტები გაიმართება. ბათუმში მთავარი საახალწლო ღონისძიებები წელსაც ერას მოედანზე მოეწყობა. ახალი წლის ღამეს ზღვისპირა ქალაქში ნინო ქათამაძე, ანსამბლი „ბათუმი” და კვარტეტი „ნოტა” იმღერებენ. მოსახლეობას საახალწლო განწყობას შეუქმნის ასევე საახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ბენდი „ინსაითი.” საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყება ქუთაისშიც. თოვლის ბაბუა ბერიკებთან ერთად ქალაქს შემოივლის. დაგეგმილია გოზინაყის ფესტივალი და საახალწლო აქსესუარების გამოფენა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. დღის ბოლოს კი მოეწყობა ქართველი მომღერლების მონაწილებით გალა-კონცერტი. საახალწლო დღეებში ერთ-ერთი ეპიცენტრი ასევე იქნება ძველ უბანში, სადაც საბავშვო ქალაქი გაიხსნა. საღამოს 9 საათზე დაიწყება გალაკონცერტი ზუგდიდის ახალ ბულვარში. ადგილობრივებისთვის ჯგუფი "რეგიონი" იმღერებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკისა და ცეკვის ანსამბლებიც. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები თელავში თეატრის წინ საღამოს შვიდი საათიდან ღია ცის ქვეშ დაიწყება. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები და თბილისიდან ჩასული მომღერლები მონაწილეობენ. 2015 წლის დადგომას ადგილობრივები ფეიერვერკით შეხვდებიან. საახალწლო სამზადისი დასრულდა გორშიც. ღონისძიებები აქ საღამოს 8 საათზე დაიწყება. სცენა უკვე მზად არის კონცერტისათვის, გვიანობამდე მონტაჟდებოდა აპარატურაც. დღეს საღამოს გორის თეატრთან მისულებს ელექტრონული მუსიკის კონცერტი ელით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.