რუბრიკები
ზუგდიდის ფეხბურთის ცენტრის შემსწავლელი კომისიის ხმაურიანი სხდომა (ვიდეო)
ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.  კომისიის წევრებმა დროებით დებულებაზე იმუშავეს, რითაც კომისია შემდგომში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. დებულების საბოლოო შინაარსი, როგორც კომისიის წევრები განმარტავენ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.  სამუშაო შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გელა თოლორაია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მალხაზ ჭეჟია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.   დაპირისპირება საფეხბურთო კლუბის "ლაზიკა" მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფეხბურთის განვითარების ცენტრის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 9 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.  ინიციატივა დეპუტატ მალხაზ ჭეჟიას ეკუთვნის, რომელიც მანამდე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ხელმძღვანელობდა.  ჭეჟიას ფეხბურთის განვითარების ცენტრის მიმართ შეკითხვები აქვს, მათ შორისაა ცენტრის ფინანსური ხარჯები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.