რუბრიკები
მერილ სტრიპი როკერი გახდება
წარმოგიდგენიათ მერილ სტრიპი როკერად? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ განსაკუთრებულად უნდა ელოდოთ ახალი სურათის “რიკი და ‘ფლეში'” პრემიერას, რომელშიც ლეგენდარული მსახიობი სწორედ რომ როკერის როლს მოირგებს. ოსკაროსანი მერილ სტრიპის პირველი ფოტო ახალ ამპლუაში უკვე გამოქვეყნდა: “ჯუნოს” სცენარისტის, დიაბლო კოდის მიერ დაწერილი სიუჟეტი მომღერალსა და გიტარისტ რიკიზე მოგვითხრობს, რომელიც ჯგუფ “ფლეშის” წევრია და მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ოცნებას როკენროლის ვარსკვლავობა წარმოადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას უქმნის პირადი ცხოვრების სარბიელზე. როგორც გამომცემლობა People-ი იუწყება, ფილმში მერილ სტრიპის ქალიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. მეიმი გამერი სურათში კევინ კლაინსა და როკერ რიკ სპრინგფილდთან ერთად ითამაშებს. ჯონათან დემის ახალ ნამუშევარში სებასტიან სტენსა და ოდრა მაკდონალდსაც ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ მერილ სტრიპი ოსკარზე წელსაცაა წარდგენილი და ეს რიგით მე-19 და უნიკალური შემთხვევაა, როცა ამერიკული კინოაკადემია მზად არის, მსახიობს მთავარი ჯილდო გადასცეს. გახდება თუ არა მერილი კიდევ ერთი ოსკარის მფლობელი, 22 თებერვალს გავიგებთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.