რუბრიკები
ზუგდიდში ოკუპაციის კვირეული იხსნება

ზუგდიდის მერია ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში იწყებს პროექტს სახელწოდებით “თოვდა და თბილისს ებურა თალხი”-ს განხორციელებას. კვირეული ზუგდიდში  20 თებერვალს გაიხსნება და 27 თებერვალს დაიხურება.

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

კვირეულის გახსნის დღეს, 20 თებერვალს კინოთეატრ “ატრიუმში” მარო მაყაშვილზე გადაღებული  ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა.  დოკუმენტური ფილმის „გაფითრებული თებერვლის  ლანდი“ – ის ჩვენების შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ამავე ფილმის დამდგმელ რეჟისორ გია ჭუბაბრიასთან. შეხვედრას დაესწრებიან უფროსკლასელები და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები. ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება დისკუსია. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ დავალება,  ფილმით მიღებული  შთაბეჭდილებები და ემოციები გადაიტანონ ტილოზე.

23 – 27 თებერვალი 15:00 საათზე ზუგდიდის „არტ გალერეაში“ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.  25 თებერვალს 14:00 საათზე კი   ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალების გამოფენა გაიმართება. ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო  ლექცია თემაზე : „ საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია“, მომხსენებელი ბესიკ არახამია, ცენტრალური ბიბლიოთეკა უმასპინძლებს ასევე ლიტერატურულ ლექციას: კოლაუ ნადირაძე  „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“  და ხუტა ბერულავას „25 თებერვალი“ ერთი ტრაგიკული თარიღის ასახვა  სხვადასხვა რაკურსით ლიტერატურაში. მომხსენებელი მაია თოდუა. 27 თებერვალს კი ოკუპაციის კვირეული ოფიციალურად დაიხურება.  ქალაქ ზუგდიდის მერია კვირეულის მონაწილე მოსწავლეებს სპეციალური სიგელებით დააჯილდოვებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.