რუბრიკები
„თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ - ფილმის პრეზენტაცია ზუგდიდში
დღეს ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საუნჯე" პროექტის ,,თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის" ფარგლებში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დოკუმენტური ფილმი ორგანიზაციის სამ თვიანი მუშაობის პროცესს ასახავს, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა. „საუნჯეს“ ხელმძღვანელის იაგო ფასანძის განმარტებით, პროექტი - ,,თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის" მიზნად ისახავდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დევნილთა უფლებების გათვალისწინებას. იაგო ფასანძე ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პაკეტები, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, როგორც ადგილობრივ ასევე, დევნილ მოსახლეობაზე. „ჩართულები ვიყავით ბიუჯეტის შედგენის პროცესში, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის. მიდგომები არათანაბარი იყო. ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური მუხლები თანაბრად ვრცელდება ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობაზე, რასაც ვერ ვიტყვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე. ჩვენი რეკომენდაციით, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის გამიჯვნა არ უნდა მოხდეს“, - თქვა იაგო ფასანძემ. პროექტი - ,,თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისთვის" დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.