რუბრიკები
პროფკავშირის პრეზიდენტმა ზუგდიდში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა
საქართველოს ტრანსპორტისა და მეგზევეების პროფკავშირის პრეზიდენტი და საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი ლავრენტი ალანია ზუგდიდში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა. ალანიას განცხადებით,მას კომისიის შემადგენლობაში ყოფნის სრული  უფლება ჰქონდა და ყოფილი კონკურსანტის,ქართლოს ჯობავას პრეტენზიას უადგილოდ მიიჩნევს. 17 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრში,ხობის მკვიდრმა ქართლოს ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია არაობიექტურობაში დაადანაშაულა. აქვე მან განაცხადა, რომ ტრანსპორტისა და მეგზევეების პროფკავშირის პრეზიდენტს ლავრენტი ალანიას, კანონის თანახმად, კომისიის წევრობის უფლება არ ჰქონდა. "ბატონი ქართლოს ჯობავა პროფესიით იურისტია და კარგად უნდა ჩაეხედა კანონში. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ პროფკავშირის პრეზიდენტს კომისიის შემადგენლობაში ყოფნის უფლება არ ჰქონდა? დიახ, ვარ პრეზიდენტი, შესაბამისად, ვარ ამ პროფკავშირის წევრი და კომისიაში ყოფნის სრული უფლება მქონდა", - თქვა ლავრენტი ალანიამ. ცნობისთვის, კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის განკარგულების მიხედვით, "კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე,შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.