რუბრიკები
„ინტერსტელარის“ ორიგინალურ სცენარში ჰეფი-ენდი არ იყო
ფილმის „ინტერსტელარი“ ორიგინალური სცენარი ბედნიერ დასასრულს არ ითვალისწინებდა. როგორც გამომცემლობა Nerdist იტყობინება, ეს განცხადება პრეს-რელიზზე ჯონათან ნოლანმა გააკეთა. კითხვაზე – ზუსტად რა მოხდა ფინალში, მან უპასუხა: „თქვენ იმ ძმას არ ეკითხებით“. ჯონათან ნოლანის თქმით, მის მიერ მოფიქრებული დასასრული „უფრო მარტივი“ იყო. გმირი, რომლის როლსაც მეთიუ მაქკონაჰი ასრულებდა, მიემართება მორიგ შავ ხვრელში გარგანტუაში, მაგრამ ეს მოგზაურობაში მას უკან დასაბრუნებელი ბილეთი აღარ აქვს. კოსმიური ანომალიიდან მონაცემების გადაცემის შემდეგ, ეს ე.წ. „Wormhole“ ჩამოიშლება და არ უტოვებს მას უკან დაბრუნების არანაირ შანსს. ამგვარად, არ იქნებოდა არანაირი ტესერაქტები, დროით მანიპულაციები, ქალიშვილთან დაკონტაქტება და ქრისტოფერ ნოლანის მიერ მოფიქრებული მრავალი სხვა ეპიზოდი. ამ გზით, მაყურებელს შესთავაზებდნენ დიადი მიზნისთვის თავგანწირვის კლასიკურ ისტორიას, რომელშიც არ იქნებოდა მრავალგანზომილებიანი კუბები, რომლებიც უხილავი არსებების მიერ იყო შექმნილი. კონფერენციაზე დამსწრე კიპ ტორნის თქმით, ქრისტოფერ ნოლანმა სცენარი  შეცვალა. გრავიტაციულ ანომალიას, რომელმაც მთავარი გმირი და მისი ქალიშვილი NASA-ს გასაიდუმლოებულ ცენტრთან მიიყვანა, თავდაპირველ სცენარში უფრო მეცნიერული ახსნა უნდა ჰქონოდა. გრავიტაციული ტალღები უნდა წარმოშობილიყო ნეიტრონული ვარსკვლავის შავ ხვრელად გადაქცევის შედეგად და მზის სისტემაში „Wormhole“-ის მეშვეობით უნდა შემოეღწია. „ეს თეორია ჩემთვის ახლო და გასაგები იყო, მაგრამ ქრისმა ჩათვალა, რომ მაყურებელთათვის ის ზედმეტად „მეცნიერული“ იყო, – განაცხადა ტორნმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.