რუბრიკები
Wall Street-ის ყველაზე გავლენიანი ქალი Google-ში გადავიდა
Google-მა ახალ ფინანსურ დირექტორად რუტ პორატი დანიშნა, რომელიც იგივე თანამდებობაზე მანამდე საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ში მუშაობდა. „მოხარული ვარ მშობლიურ კალიფორნიაში დაბრუნებით და Google-თან შეერთებით“, - განაცხადა 57 წლის პორატმა. მან 28 წელი იმუშავა Morgan Stanley-ში და იქიდან აპრილში წამოვა. Bloomberg-ი, რუტ პორატს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად ასახელებს Wall Street-ზე. 7 წლის წინანდელი კრიზისის დროს, რუტ პორატი ფინანსურ პრობლემებს უწყვეტდა Morgan Stanley-ის, რომელსაც, რაღაც მომენტში, $107.3 მლრდ-ის სესხება მოუწია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკიდან და ასევე აქციათა 20%-ის გაყიდვა ერთ დღეში. ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინ რუტ პორატმა განაცხადა, რომ Morgan Stanley-მ საკმარისი ნაღდი ფული და სწრაფად გაყიდვადი მაღალლიკვიდური აქტივები დააგროვა, რომ მთელი წელი გადაიტანოს ფინანსური გაურკვევლობა. Google-ში კი ახალი ფინანსური დირექტორის წინაშე სულ სხვა პრობლემა დგას. 2014 წლის ბოლოს, კომპანიის ნაღდი ფულის მარაგმა $67.5 მლრდ შეადგინა და ამ ფულის ძირითადი ნაწილი უცხოური ბანკების ანგარიშებზეა. პორატმა უნდა შეძლოს, რომ ამ ფულს აქციონერების სასარგებლოდ მუშაობა დააწყებინოს. საქმე იმაშია, რომ სხვა IT-კომპანიების ყიდვა Google-თვის არც ისე ადვილი იქნება: ყველა ასეთი გარიგება მოითხოვს თანხმობას სხვადასხვა ქვეყნების ანტიმონოპოლიური სამსახურებისგან. აქციონერებისთვის დივიდენდების გადასახდელად, კი ამერიკული კომპანია ვალდებულია ფული უცხოური ბანკების ანგარიშებიდან ამერიკაში დააბრუნოს და ამ ფულზე 35%-იანი გადასახადი გადაიხადოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.