რუბრიკები
რაულ ხაჯიმბა :"გალის რაიონი აფხაზეთის ბეღელი უნდა გახდეს"
„გალის ტერიტორია საშუალებას იძლევა სხვა დონეზე განვითარდეს აფხაზეთის სოფლის მეურნეობა და ბიუჯეტში ახალი შემოსავლები გაჩნდეს, რაც სრულიად შეცვლის ქვეყნის მთლიან სურათს. ეს უკავშირდება უსაფრთხოების, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მოწყობის, ენგურჰესის მუშაობის საკითხებს“- ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ, თავითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა : " ნუჟნაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გალში სერიოზული პრობლემებია, რომელიც გზას, წყალმომარაგებას უკავშირდება, რომელთა გადაჭრით, მთელი აფხაზეთის პრობლემები მოგვარდება. „გალის რაიონი ჩვენი რაიონია, ეს აფხაზეთის ტერიტორიაა და რაც უფრო სწრაფად მოვახერხებთ ჩვენ მის ადაპტირებას, მით უფრო სწრაფად გადაწყდება ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს განიხილება ჩვენს საზოგადოებაში. დაწყებული პასპორტიზაციის საკითხიდან“- თქვა ხაჯიმბამ.  შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას, მან აღნიშნა, რომ გალის რაიონის მცხოვრებთათვის არ აიკრძალება ე.წ. საზღვრის გადაკვეთა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა, ეს უნდა მოხდეს, მხოლოდ სოხუმში შემუშავებული წესების თანახმად და საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე. „ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ,რა ხდება საზღვრის ამ ნაწილზე, ვინ გადავიდა და როდის ბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი თამაშის წესები.  როგორც ეს ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ხდება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ გზების შეკეთების აუცილებლობაზე, რაც მათ (გალის რაიონის მოსახლეობას) საშულებას მისცემს სწორედ იმ მონაკვეთებზე გადაკვეთონ საზღვარი, სად ეს დაშვებულია კანონით“- თქვა ხაჯიმბამ.  მისი თქმით, გზების შესაკეთებლად 180 - დან 200 მილიონამდე რუსული რუბლი დაიხარჯება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.