რუბრიკები
ახალ ათონსა და სოხუმს მეტროს ხაზი დააკავშირებს

ოკუპირებულ აფხაზეთში მეტროპოლიტენის პირველი 21 კილომეტრიანი ხაზი სოხუმიდან ახალ ათონამდე აშენდება. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს კომპანია ,,აპსნიმეტროპროექტის” გენერალურმა დირექტორმა ელქან აგბამ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი მშენებლობის ვადების და ღირებულების შემცირებას გამოიწვევს. ,,პირველ სადგურად ახალი ათონის მღვიმის არსებულ პავილიონს გამოვიყენებთ. პროექტი ,,ახალი ათონი - სოხუმი” მიწისქვეშა და მიწისზედა მონაკვეთებს მოიცავს. მისი მშენებლობის გაიაფებისთვის, მიწისქვეშა ნაწილის დაპროექტებისას უკვე არსებულ სარკინიგზო სავალ ნაწილს გაგავითვალისწინებთ.” - აღნიშნა აგბამ.

მეტროპოლიტენის პროექტის ღირებულება და მისი აშენების ვადები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, აფხაზეთში სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი მეტროპოლიტენის ასაშენებლად თანხას კომპანია ,,როსვამინვესტი” გაიღებს. კომპანიის ხელმძღვანელი გერასიმ უმისლოვი აცხადებს, რომ სოხუმიდან ახალ ათონამდე მეტროს გახსნა აფხაზეთში მეტროპოლიტენის განვითარების პირველი ეტაპია. ,,მომავალში, როცა სოხუმის აეროპორტის კომპლექსის რეკონსტრუქცია მოხდება, მეტროსადგური ბაბუშერაშიც გაიხსნება.” - აღნიშნა ინვესტორმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.