რუბრიკები
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭითაწყარში, ცაცხვში, ინგირსა და უჩაშონაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ  დაათვალიერეს. აღნიშნულ გზებზე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება. სოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გზაზე ასფალტო – ბეტონის გზის საფარი 632 გრძვ მეტრზე დაიგო. გუბერნატორმა და ზუგდიდის გამგებელმა გზის მშენებლობა უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულშიც დაათვალიერეს, სადაც ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 8638 კვ.მ შეადგენს. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 ადგილობრივი მკვიდრი. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება 482 000 ლარს შეადგენს და ის მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. სოფელ ინგირში კი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1.084 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება. ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე.  გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება და მისი ღირებულება 369 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება სოფელ ცაცხვის გზას მისი სიგრძე 1735 კვადრატული მეტრია, სადაც ასფალტის საფარიანი გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. გზის მშენებლობისთვის 95 ათასი ლარი დაიხარჯება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.