რუბრიკები
უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების დარგვა-განაშენიანების აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა - კურთხევით, დასავლეთ საქართველოში ვაზის უძველესი ენდემური ჯიშების დარგვა-განაშენიანების აქცია გაიმართა. აქცია, რომელიც სამეგრელოში (ზუგდიდი), აჭარასა (ქედა) და გურიაში (ჯიხეთში) შედგა, ორგანიზატორებმა სიმბოლურად ლაზარეს შაბათს დაამთხვიეს. ვაზის ენდემური ჯიშების განაშენიანების აქციის ორგანიზატორები ზუგდიდში ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები არიან. უძველესი მეგრული ვაზის ჯიშები,რომლებიც  ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელმა გიორგი ქორთუამ მოიძია, სოფელ ნარაზენის ხარების ტაძარში, ყულიშკარის მამათა მონასტერში, კორცხელის დედათა მონასტერში და ასევე, ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგვება.  ვაზის ნერგები ნარაზენის ხარების ტაძრის წინამძღოლმა მამა ბესარიონ (ცინდელიანმა) აკურთხა. პარაკლისისა და ნერგების კურთხევის შემდეგ ვაზის თითო-თითო ნერგი მრევლსაც დაურიგდა. “სულ შვიდი ჯიშის ვაზი მოვიძიეთ. ესენია, მაჭყვადირა, კოლოში, ჭოდი, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, ჩექობალი… ნარაზენის ტაძრის ეზოში მაჭყვადირა, კოლოში, ჭოდი დაირგვება. დანარჩენი სხვადასხვა ტაძრებსა და კერძო ნაკვეთებში გადანაწილდება. მომავალში კიდევ ვგეგმავთ სხვა ჯიშების მოძიებას, გვინდა საკოლექციო ნაკვეთი გავაკეთოთ”, – თქვა გიორგი ქორთუამ. საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კოორდინატორის გიორგი ანდრიაძის თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უძველესი ენდემური ჯიშების მოძიება, გამრავლება და პოპულარიზაციაა. “ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ კახურ ყურძენს მიექცა ყურადღება. ამით თითქოსდა დაიჩრდილა სხვა კუთხეების მეღვინეობა- მევენახეობის ტრადიციები. აქედან გამომდინარე , ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ძველი ტრადიციები”, – აღნიშნა რადიო “ათინათთან” საუბარში გიორგი ანდრიაძემ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა- კურთხევით, 2014 წლის 13 მაისს მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი დაარსდა, რომლის მიზანია ქართული ვენახის მეცნიერული კუთხით შესწავლა და პოპულარიზაცია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.