რუბრიკები
„ტიტანიკის“ შეზლონგი 100 ათას ფუნტად გაიყიდა
დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გაიყიდა შეზლონგი, რომელიც 1912 წელს ჩაძირულ სამგზავრო ლაინერ „ტიტანიკს“ ეკუთვნოდა. როგორც The Guardian-ი იტყობინება, ლოტი 100 350 ფუნტად კერძო კოლექციონერმა შეიძინა. ტრაგედიამდე ხის შეზლონგი პირველი კლასის სასეირნო გემბანზე იდგა. აუქციონის სახლის Henry Aldridge & Son-ის წარმომადგენელმა ენდრიუ ოლირჯმა ნივთის ახალი მფლობელის ვინაობა არ დაასახელა. ნივთი შვიდი შეზლონგიდან ერთ-ერთია, რომელიც გემის Mackay-Bennett-ის გუნდის წევრებმა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას აღმოაჩინეს და ცხედრების ამოყვანისთვის გამოიყენეს. სავარაუდოდ ხის სავარძელი თავდაპირველად Mackay-Bennett-ის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრთან ინახებოდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში მისი მფლობელი იყო ბრიტანელი კოლექციონერი. ის მასზე არასდროს დამჯდარა, შეზლონგს მხოლოდ ინტერიერისთვის იყენებდა. იანვარში ბოსტონის აუქციონზე „ტიტანიკის“ ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის წერილი 11 875 დოლარად გაიყიდა. 2014 წლის ოქტომბერში კი აუქციონზე წარმოდგენილი მენიუ პირველი კლასის მგზავრებისთვის 96, 5 ათას დოლარად შეიძინეს. ბრიტანული ტრანსატლანტიკური ლაინერი „ტიტანიკი“ პირველივე რეისის შესრულებისას 1912 წლის 14 აპრილს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. 1496 მგზავრიდან მხოლოდ 712 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.