რუბრიკები
ანაკლიაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოქალაქემ სასამართლოს გზით მოიპოვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის სამართლებრივი დახმარებით, თბილისში მცხოვრებმა თენგიზ ღვინჯილიამ საკუთრების უფლება სასამართლოს გზით აღიდგინა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა.

"ჩვენი დახმარებით,  სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს რეგისტრაცია გაუქმდა და რეესტრის ზუგდიდის სამსახურს თენგიზ ღვინჯილიას 2014 წლის მოთხოვნის რეგისტრაციაში გატარება დაევალა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, თენგიზ ღვინჯილიამ 2006 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ის საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაარეგისტრირა. მან 2014 წელს საჯარო რეესტრის ზუგდიდის სამსახურს მიმართა და კუთვნილ ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრმა ვერ შეძლო, რადგან 2009 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თენგიზ ღვინჯილიას მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრმა სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა.

თენგიზ ღვინჯილიამ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ზუგდიდის წარმომადგენლობას სამართლებრივი დახმარებისთვის გასულ წელს მიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.