რუბრიკები
პრინცესა შარლოტა უინძორმა ბრიტანეთის საცალო ქსელს 2 დღეშო 80 მილიონი ფუნტი მიუტანა
რინცესა შარლოტა ელიზაბეტ დიანა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდა ლეგოლენდში. ბუნებრივია, ყველა უინძორი ლეგოს კუბიკებისგან არის გაკეთებული. ეგრეთ წოდებული ლონდონის ლეგოლენდი, სწორედ უინძორში, ბრიტანეთის დედოფალის უინძორის სასახლესთან ახლოს მდებარეობს. ახლადდაბადებული პრინცესას უფროსი ძმა, პრინცი ჯორჯი, წლინახევრისაა. როგორც წესი, ასეთი ასაკობრივი სხვაობის დროს, დედა შვილებს ორადგილიანი ეტლით დაატარებს და ამაზე იფიქრეს ლეგოლენდში. “ჩვენ გავაკეთეთ ორადგილიანი ეტლი, სულ 7 სანიმეტრი სიგრძის ახალშობილისთვის, ხოლო თავად პრინცესა სულ სამი პატარა კუბიკისგან არის აწყობილი. მან ჩვენი მინიატრული სამეფო ოჯახის კოლექცია გაამდიდრა“, - განაცხადა ლეგოლენდის პიარ მენეჯერმა ლორენ მოსმა. ქორწილები, დაბადების დღეები და ბავშვების დაბადება, „ოქროს ნადავლია“ ბრიტანელი მარკენტოლოგებისთვის. პრინცესას დაბადებამ კი გაზარდა სუვენირების, შესაბამისი წარწერის მაისურების და სხვა ნივთების რაოდენობა დახლებზე. “როცა გაჩნდა პრინცი ჯორჯი, ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის ცენტრმა დაითვალა, რომ ამან ბრიტანეთის ეკონომიკას 243 მლნ ფუნტი სტერლინგი მოუტანა. ვფიქრობ, რომ პრინცესას დაბადებითაც იგივე ციფრს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა BGC Partners-ის ეკონომისტმა მაიკლ ინგრემმა. გაზეთი Daily Mirror-ის შეფასებით, პატარა შარლოტას დაბადებიდან 2 დღეში, ბრიტანეთის საცალო ვაჭრობამ 80 მლნ ფუნტი მიიღო, ხოლო სანამ პრინცესა 10 წლის გახდება, მისი კონტრიბუცია ბრიტანეთის ეკონომიკაში 1 მლრდ ფუნტამდე გაიზრდება. გოგონა ზრდას გააგრძელებს და ყოველ ჯერზე გამოვა ახალი საქონელი მის სახელობაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.