რუბრიკები
შემწვარი თევზი კარტოფილ ფრისთან ერთად
რეცეპტის ინგრედიენტები: 4 ცალი კარტოფილი სიმინდის ან არაქისის ზეთი 450 გრ ვირთევზას ან სხვა რომელიმე მჭლე თევზის ფილე 2/3(ორი მესამედი) ჭიქა ფქვილი ნახევარი ჩ/კ მარილი ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა 1 ს/კ ძმარი 2/3(ორი მესამედი) ჭიქა წყალი მომზადების წესი: 1. დაჭერით კარტოფილი სიგრძეზე, 1სმ სისქით. 2. გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაზე (რაოდენობით საკმარისი იმისათვის რომ კარტოფილი დაიფაროს). გაავსეთ სპეციალური რკინის კალათა ნახევარი პორცია კარტოფილით და ჩაუშვით მდუღარე ზეთში. თუკი სპეციალური კალათა არა გაქვთ შეგიძლიათ კარტოფილი პირდაპირ ჩაყაროთ და შემდეგ როცა შეიწვება, ქაფქირით ამოიღოთ. შეწვით კარტოფილი 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ამოიღეთ და დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ შეიშროს ზედმეტი ცხიმი. შემწვარი კარტოფილი დაყარეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე პროცედურები დარჩენილ კარტოფილზე. 3. დაჭერით თევზის ფილე ფართე ნაჭრებად. ფქვილი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. საჭმელ სოდას დაასხით ძმარი, შეურიეთ, დაამატეთ წყალი და მიღებული მასა დაასხით ფქვილს, ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამოავლეთ თევზის ნაჭრები მიღებულ მასაში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან 3 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ-ყავისფრად არ შეიფერება. გადმოიღეთ და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ დაიწრიტოს. 4. დააწყვეთ თევზის ნაჭრები შემწვარი კარტოფილის თეფშზე და გემრიელად მიირთვით! წყარო: kulinaria.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.