რუბრიკები
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლს ზუგდიდში 19 საათზე ჩამოიტანენ. ზუგდიდის შემოსასვლელიდან სკეიტ პარკამდე კი ჩირაღდანს ზუგდიდელი სპორტსმენები მიიტანენ. ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლას საქვეყნოდ ცნობილი ზუგდიდელი სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ოთარ გაბელია დაესწრებიან. საღამოს 20 საათზე კი ზუგდიდის ახალ პარკში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე,ნინი ბადურაშვილი და ინდირა ჯგერნაია მიიღებენ. ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი 2 ივლისსაც დარჩება და ის დადიანების სასახლის ეზოში განთავსდება. 3 ივლისს ოლიმპიურ ცეცხლს წალენჯიხა, 5 ივლისს კი საზღვაო კურორტი ანაკლია უმასპინძლებს. 6 ივლისს ორგანიზატორები ოლიმპიურ ცეცხლს მესტიაში ჩაიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ევროპის ყველაზე მაღალ სოფელ უშგულსაც დაიპყრობს, სვანეთიდან კი გეზს დედაქალაქისკენ აიღებს. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ  რეგიონებში მოგზაურობს. ის სამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი და სენაკი. დღეს 29 ივნისს კი ოლიმპიურ ჩირაღდანს მარტვილი და აბაშა უმასპნძლებენ, ხვალ, 30 ივნისს კი ჩხოროწყუ. 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება. ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.