რუბრიკები
ფრაქცია „რესპუბლიკელები“ “ენერგო-პრო-ჯორჯიასგან“ განმარტებებს ითხოვს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლის საკრებულოში მისვლას და განმარტებების გაკეთებას ითხოვს. შესაბამისი წინადადებით დეპუტატმა ნიკოლოზ ზარქუამ საკრებულოს დღეს მიმართა. „რესპუბლიკელების“ ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ მოიწონა და აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იქნება ,როგორც საკრებულოსთვის, ასევე - „ენერგო-პრო-ჯორჯიასათვის“. „როგორც კი ოდნავ წამოჟინჟლავს - ქრება შუქი. გვსურს ენერგო-პრო-ჯორჯიასგან გავიგოთ, ეს მოძველებული ინფრასტრუქტურის ბრალია, თუ რამე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ასევე გვინდა გავიგოთ, რას აპირებს კომპანია ამასთან დაკავშირებით, როდის მოგვარდება ეს პრობლემა“, - თქვა საკრებულოს სდომაზე ნიკოლოზ ზარქუამ. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებაა საჭიროა. „ელექტროენერგიის გამორთვას არ უნდა ქონდეს სისტემური ხასიათი, თუმცა, თუ ეს მაინც ხდება - ისეთ დროს არ უნდა ხდებოდეს, როდესაც მას მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს“, – თქვა მერაბ ქვარაიამ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიიწვევენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.