რუბრიკები
იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დედამიწაზე ხეები დაითვალეს
ხეების რაოდენობა დედამიწაზე 3 ტრილიონს აჭარბებს და ეს უფრო მეტია, ვიდრე ადრე ივარაუდებოდა, მოწმობს ამერიკული იელის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა. მეცნიერებმა, თომას ქროუტერის ხელმძღვანელობით, ხეების საერთო რაოდენობა თანამგზავრული სურათების და ცალკეული რაიონის გამოკვლევის საფუძველზე დაითვალეს. ამ სამუშაობის ჩატარების შედეგად კი მათ თქვეს, რომ სულ დედამიწაზე 3.04 ტრილიონი ხეა. ხეების უმრავლესობა ტროპიკებში იზრდება, ხოლო ყველაზე მჭიდროდ - ტუნდრიდან სამხრეთით. ამ კვლევის საფუძველი გახდა გაეროს ეგიდით მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციის თხოვნა, რომელმაც მიზანდ დაისახა, რომ პლანეტას კიდევ 1 მლრდ ხე შემატოს. ორგანიზაციამ თომას ქროუტერს კითხვით მიმართა, შენელდება თუ არა გლობალური დათბობის პროცესი თუ ისინი 1 მლრდ ხეს დარგავენ და მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სანამ არ ეცოდინება დედამიწაზე ხეების ზუსტი რაოდენობა. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ მიერ დადგენილი ციფრის განხილვა არ შეიძლება როგორც კარგის, ან ცუდის. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ხეების რაოდენობას საბოლოო ჯამში ადამიანები განსაზღვრავენ: ყოველწლიურად ისინი 15 მლრდ ხეს ჭრიან და 5 მლრდ ახალს რგავენ და შესაბამისად ყოველწლიურად ხეების რაოდენობა 10 მლრდ-ით მცირდება. კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ ადამიანურ ცივილიზაციამდე დედამიწაზე 5.6 ტრილიონი ხე იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
სტატია
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.