რუბრიკები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - რეგიონში ა(ა)იპების რაოდენობა გაიზარდა (ვიდეო)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ა(ა)იპ-ებში 2014-2015 წლებში დასაქმებულთა რაოდენობისა დახელფასების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ივლისის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 105 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა. 2015 წლიდან კი დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონის მასშტაბით, 5 548 საშტატო ერთეულიდან 6 401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. რეგიონის ათ მუნიციპალიტეტს შორის, განსხვავებული მაჩვენებელია მესტიასა და ფოთში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ორივეგან ა(ა)პების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საბიუჯეტო დანახარჯები. 2014 წლის არჩევნების შემდეგ ფოთში ოთხი ახალი ა(ა)იპი გაიხსნა, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში - ორი. “გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო იდენტური, ახალი  იურიდიული პირების დაფუძნება, როდესაც სხვადასხვა ფუნქციების შეთავსება ერთი იურიდიული პირს შეუძლია. ფოთის და მესტიის ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას  ა(ა)იპების რაოდენობის გაზრდის შესახებ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  ადგილობრივ თვითმმართველობებში რეფორმების შედეგად და ასევე, მოსახლეობასთან ინტენსიურად და ოპერატიულად მუშაობის გამო, ახალი იურიდიული პირების დაფუძნება გახდა საჭირო. „გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, დასაქმებულთა და ა(ა)იპების რაოდენობა შემცირებულია მხოლოდ ხობსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.