პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა 									
			
								საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 136-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი წავიდა. რეგისტრაცია სულ 142-მა წევრმა გაიარა.   
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოზრაობამ".
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. აქედან სამეგრელოში 3 ოლქი (ზუგდიდი - 1, ფოთი, ხობი, სენაკი -1 წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა -1) იქნება.
კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
			
მასალის გამოყენების პირობები