Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/8880shss-slaidi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
შსს–მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯუფის წევრები დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი: 1978 წელს დაბადებული ლევან ჩ. და წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ლევან ხ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები 27 დეკემბერს, ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით 400 ლარი გაიტაცეს. ყაჩაღობის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. სამართალდამცველებმა 28 დეკემბერს, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლევან ჩ. ვაშლიჯვარში, ხოლო ლევან ხ. სტელა არტუას ქუჩაზე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ლევან ხ.–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნიღბები, ხელთათმანები და ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა დეკემბრის თვეში, თბილისში, რამდენიმე ყაჩაღური ფაქტი ჩაიდინეს და ორ დანაშაულებრივ ეპიზოდში მათთან ერთად მესამე პირიც მონაწილეობდა. მისი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.